"ნერვები არ მაქვს", "შემეშვით" - ქალები სიებით თბილისშიც გამოჩნდნენ

04.10.25 09:41
"ნერვები არ მაქვს", "შემეშვით" - ქალები სიებით თბილისშიც გამოჩნდნენ

 

 

ამომრჩევლების სავარაუდო კონტროლი თბილისში -ისნის მე-3, მე-4 და მე-5 უბანზე, მობილიზებულები არიან “ქალები სიებით“, რომლებიც ინიშნავენ ყველა იმ მოქალაქეს, ვინც საარჩევნო უბანზე არჩევანის გასაკეთებლად მიდის.

“პირველების“ ჟურნალისტი შეეცადა, გაერკვია, რატომ არიან ეს ქალბატონები მობილიზებულები, საიდან აქვთ მათ სიები და როდემდე აპირებენ დარჩენას,  თუმცა, ისინი კითხვებს გაურბიან და ისე პასუხობენ, თითქოს, არჩევნებთან არანაირ კავშირში არ არიან.

დავი დამანებეთ, ნერვები არ მაქვს, მივდივარ სახლში, ჩემ შვილს ველოდები, უნდა დაჯდეს და წამიყვანოს სახლში, - ამბობს ერთ-ერთი.

მოქალაქეებზე შეეშვით თავდასხმას, -უთხრა ჟურნალისტს ერთ-ერთმა ქალმა.

“მეუღლეს ველოდები, გენაცვალე, ახლა მოვედი.“

 

 

 

მსგავსი სიახლეები