ხმაური 33-ე საარჩევნო უბანზე - საოლქო კომისიის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი უბნიდან გააძევა

04.10.25 10:05
ხმაური 33-ე საარჩევნო უბანზე - საოლქო კომისიის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი უბნიდან გააძევა

ხმაური 33-ე საარჩევნო უბანზე - საოლქო კომისიის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც პროცესს აკვირდებოდა,  უბნიდან გამოაძევა.

როგორც ის ამბობს, წარმომადგენელი კანონს არღვევდა და სწორედ ამის გამო მოხდა ეს ფაქტი.

თავად არასამთავრობოს წარმომადგენელი კი უარყოფს მისი მხრიდან კანონის დარღვევას და აცხადებს, რომ მას ხელს უშლიდნენ, რათა უბანზე გადაღება ეწარმოებინა და ამის გამო საკუთარი ტელეფონით სცადა გადაღება, რასაც მოჰყვა ინციდენტი.

მე დავაფიქსირე ის, რომ თქვენი წარმომადგენელი ჩვენს კამერას ზურგით ეფარება, ის, რომ თქვენ მე ხელს მიშლიდით სამუშო პროცესში. ის კამერა მე დავაყენე, თუმცა კამერა გაითიშა, გადაღების მიმართულება შეიცვალა და ისე აღმოჩნდა, რომ მე ვერც კამერა დავაყენე და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც თქვენ გსურდათ და არა ისე, როგორც დამკვირვებელს უნდოდა,- უთხრა დამკვირვებელმა მას, თუმცა საოლქო კომიის თავმჯდომარე არ დაეთანხმა და ის კანონის არ ცოდნაში დაადანაშულა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომენტარის მიცემამდე მან საკუთარი თანამშრომელი გამოიძახა და ვიდეოს გადაღება მოსთხოვა.

მსგავსი სიახლეები