"გასვენებაში ვარ" - ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლის ახალი ფაქტები საგარეჯოდან
საგარეჯოს მე-4 სარჩევნო უბანთან, სავარაუდოდ, ტიტუშკები არიან მობილიზებულები. გარე პერიმეტრზე მდგარი პირები იმ ხალხს აკონტროლებენ, ვინც ადგილზე ხმის მისაცემად მიდის. მას შემდეგ, რაც მათ "პირველების" გადამღები ჯგუფი შენიშნეს, მათ ტერიტორიის დატოვება სცადეს.
რაც შეეხება 1 და 3 საარჩევნო უბანს, დილის 8 საათიდან აქაც ე.წ. ტიტუშკებს განსაკუთრებული მობილიზება აქვთ. მათ აქტიური კომუნიკაცია აქვთ ამომრჩევლებთან და ცდილობენ, დადგინონ, ვისზე აკეთებენ არჩევანს მოქალაქეები.
"პირველების" კითხვაზე, რას აკეთებენ ადგილზე, მობილიზებულების ნაწილი ამბობს, რომ საგარეჯოში სტუმრად არიან ჩასულები, მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ "საეირნოდ არიან გამოსულები".
"ვბირჟაობ ხოლმე", ყველა მიცნობს
ჩემი რაიონია და მენატრება აქაორობა, უბრალოდ ჩემი ნაცნობები არიან და ველაპარაკები
გასვენებაში ვართ, ხალხო, გასვენებაში! ახლა დაიწყება ოპოზიციის გასვენება, - ეუბნებიან "პირველებს" ადგილზე.