ამომრჩევლის ნების კონტროლის ფაქტები რეგიონებში - აგიტატორები სიებით ხელში ქუთაისის 35-ე საარჩევნო უბანთანაც დგანან
ამომრჩევლის ნების კონტროლის ფაქტები რეგიონებში - ქუთაისის არაერთ საარჩევნო უბანზე მობილიზებულები არიან აგიტატორები, სიებით ხელში.
“ტვ პირველის“ გადამღებმა ჯგუფმა, მსგავსი ფაქტი 35-ე უბანზე გადაიღო, თუმცა, აგიტატორები ამტკიცებენ, რომ ამომრჩევლების აღრიცხვას და მათი ნების კონტროლს არ ახდენენ.
ამ მთავრობის ვარ, მინდა მშვიდობა, წინსვლა და წარმატებები საქართველოს. უბრალოდ იმას ველაპრაკებოდი, ვინც საჭმელი უნდა მოიტანოს, კომისიის წევრებისთვის, “ოცნების“ წარმომადგენლებისთვისაც და ყვეალსთვისაც, ხომ უნდა დავაპუროთ - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.