"გოიმებს არ გავაჭაჭანებ!" - ამომრჩევლის სავარაუდო ნების კონტროლი ხუდადოვზე
ამომრჩევლის სავარაუდო ნების კონტროლი მიმდინარეობს ხუდადოვზე მე-5 საშუალო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანთანაც. "პირველებმა" გარე პერიმეტრზე მობილიზებული ავტომობილი გადაიღო, რომელშიც 4 ქალბატონი იჯდა და ადგილზე მიმსვლელებს აკონტროლებდა. ჟურნალისტის კითხვაზე, რას აკეთებდნენ ადგილზე, ერთ-ერთმა თქვა, რომ შვილს ელოდებოდა, თუმცა ნახევარი საათის გასვლის შემდეგ თქვა, რომ უბანში არავის გააჭაჭანებს.
რას უნდა ველოდებოდე? რა შენი საქმე მე სად ვარ?! ჩემი უბანია და სადაც მინდა იქ ვიდგები. ველოდები ჩემს შვილს, ხმას აძლევს და უნდა გამოვიდეს. წადი ახლა აქედან! გოიმებს არ გავაჭაჭანებ!, - ყვიროდა სავარაუდოდ "ქართული ოცნების" აგიტატორი.