“სახელები და გვარები ტელეფონის ნომრებით“ - საარჩევნო უბნებზე “საეჭვო სიებით“ ქალების შემდეგ კაცებიც გამოჩნდნენ

04.10.25 12:08
“სახელები და გვარები ტელეფონის ნომრებით“ - საარჩევნო უბნებზე “საეჭვო სიებით“ ქალების შემდეგ კაცებიც გამოჩნდნენ

“საეჭვო სიებით“ შეიარაღებული ქალების შემდეგ, საარჩევნო უბნებზე მამაკაცებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ასევე სიებით არიან შეიარაღებულნი. ქალებისგან განსხვავებით, ისინი ურეკავნ ადამიანებს და მოუწოდებენ, რაც შეიძლება მალე მივიდნენ არჩევნებზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

კაცმა, რომელსაც სიები, თავისი ტელეფონის ნომრებით ჰქონდა, კამერის გამოჩენისთანავე სია დამალა და უარყო მისი არსებობა.

არანაირი სიები, მეგობარს ველოდები, არჩვენებზე ვიყავი, მივიღე მონაწილებობა, მაგრამ არავინ მომიყვანია, - ამბობს ის.

პრეტენზია გამოთქვა ერთ-ერთმა ქალმა, რომელიც საარჩევნო უბნის მიმდებარედ იმყოფებოდა და ჟურნალისტს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “რატომ მამოწმებთ?“

„ტვ პირველის“ გადამღებმა ჯგუფმა ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული უბნები გადაიღო, თითქმის, ყველგან ერთიდაიგივე სიტუაციაა.

მსგავსი სიახლეები