ხმაური მარნეულის 67-ე უბანზე - "ოცნების" აგიტატორი "ლელოს" წევრს დაუპირისპირდა

04.10.25 12:19
ხმაური მარნეულის 67-ე უბანზე - "ოცნების" აგიტატორი "ლელოს" წევრს დაუპირისპირდა

მარნეულის 67-ე საარჩევნო უბანზე ხმაურია. "ოცნების" დამკვირვებელი პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ წევრს დაუპირისპირდა. დაპირისპირების მიზეზი გარე პერიმეტრზე "პირველების" გადამღები ჯგუფის ყოფნა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე გადაღება ნებადართულია, "ოცნების" აგიტატორმა "ლელოს" წევრს ტერიტორიიდან ჩვენი გაყვანა მოსთხოვა. 

"ლელოს" წევრი ამბობს, რომ "ოცნებას" არჩევნების ობიექტურად ჩატარება არ სურს და ამიტომ არ აწყობს ფაქტების გადაღებაც. 

იყო ინფორმაცია, რომ მეორედ, მესამედ შედიოდნენ ადამიანები, ამიტომ ჩვენც ჩამოვედით მერე ადგილზე. მერობის კანდიდატს აგინებდნენ. ამის მერე დაიწყო შელაპარაკება. ჩვენ გვინდა ყველა უბანზე წყნარი და დემოკრატიული არჩევნები, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართულ ოცნებას" ეს არ უნდა. ერთი უბანი მაჩვენეთ, სადაც ნორმალურად მისი არჩევნები, ყველგან "ოცნების" დაქირავებული მანქანები დგას, - ამბობს "ლელოს" წევრი.

 

მსგავსი სიახლეები