ივანიშვილის კუთვნილი "გალერეა თბილისის" ავტოსადგომი საპოლიციო ძალებმა დაიკავეს - რა ხდება ადგილზე

04.10.25 13:07
ივანიშვილის კუთვნილი "გალერეა თბილისის" ავტოსადგომი საპოლიციო ძალებმა დაიკავეს - რა ხდება ადგილზე

"გალერეა თბილისის" პარკინგი საპოლიციო ძალების მიერ არის დაკავებული. "პირველებმა" ადგილზე სამარშრუტო ტაქსები გადაიღო, რომლებიც პოლიციელებით არის სავსე. შენობის ორივე სართულზე საპატრულო პოლიციაა განთავსებული. 

ადგილზე იმყოფება თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილიც, რომელიც "პირველების" კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ადგილზე პოლიციელების მობილიზება დაანონსებულ აქციას უკავშირდება. 

გადანაწილებულია პოლიციის შესაბამისი დანაყოფები, რადგან უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩაიაროს ზოგადად პროცესებმა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ლოკაციას და ჩვენი აქ შეკრების მიზეზს, მოგეხსენებათ, დღეს საღამოს, თქვენი ტელევიზიის მეშვეობითაც, დაანონსებულია საპროტესტო აქცია, შესაბამისად, დღეს, როგორც ყოველთვის დავიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს, - ამბობს მემანიშვილი.

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა, კი თსუ- პირველი კორპუსიდან 15:00 საათზე დაიწყება.

"სამშობლოს სამსახურში 16:00 საათზე, ყველანი რუსთაველზე!!!" -  "რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ.

 

მსგავსი სიახლეები