ბიულეტენმა წელსაც გაჟონა
მუხიანში, 62- ე საარჩევნო უბანზე ოპოზიციის წარმომადგენელმა დამკვრივებელმა აღმოაჩინა, რომ ბიულეტენმა წელსაც გაჟონა. მან საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს უთხრა ფაქტის შესახებ, რის გამოც უბნიდან გაძევებით დაემუქრნენ.
ვუთხარი, რომ გაჟონილი ჰქონდა ბიულეტენს და მითხრეს, გაგაძევებთ შტაბიდანო. მაგით მემუქრებიან, თუ გადაიღებ ვიდეოსო. რეალურად გაჟონილი ჰქონდა, კადრებიც არსებობს, - აცხადებს დამკვირვებელი.
თუმცა, როდესაც “ტვ პირველის“ ჟურნალისტი დაინტერესდა ფაქტით, კომისიის თავმჯდომარემ უარყო და განაცხადა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.
ეგ ფოტო, კონვერტში არსებული, ჩემ უბანზე არ არის, დამიმტკიცე, რომ ჩემ უბანზეა, იქნებ სხვა უბანზეა, ეს ვიდეო მასალა არ ამტკიცებს, რომ ეს კონკრეტული ჩემთან არის. დამიმტკიცე, რითი მიმტკიცებ, სახელი აწერია თუ გვარი. საიდან მიმტკიცებ? , - ამბობს კომისიის თავმჯდომარე.