ჭამა-სმა საარჩევნო უბნებთან

04.10.25 14:02
ჭამა-სმა საარჩევნო უბნებთან

ჩუღურეთში 29 და მე-2 საარჩევნო უბნებთან, რომელიც გვერდიგვერდ არის განთავსებული, ასევე ავტომობილებით მობილიზება შეიმჩნევა. "პირველები" დაინტერესდა, რას აკეთებდნენ ადგილზე მყოფი მოქალაქეები და ხომ არ ჰქონდა ადგილი ამომრჩევლის ნების გაკონტროლებას. პასუხი აქაც სტანდარტული იყო, რომ "ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ", რის შემდეგაც სახლში დაბრუნდნენ, თუმცა რატომღაც მანქანაში ჯდომა ამჯობინეს და საკვებსაც აქვე მიირთმევდნენ. 

ექსკურსიაზე ვიყავით, მოვედით და ვჭამთ საჭმელს. მცხეთაში ვიყავით, სალობიეში გავიარეთ, ჯვარზე ავედით და მოვედით ახლა აქ. აქ ვცხოვრობთ, - ეუბნება მოქალაქე "პირველებს". 

მსგავსი სიახლეები