გლდანის საარჩევნო უბანზე დაპირისპირებაა - ოპოზიცია კამერის გათიშვას აპროტესტებს
დაპირისპირება გლდანის საარჩევნო უბანზე - კომისიის თავმჯდომარე, მანანა ტაბუციძე ოპოზიციას ვიდეოკამერის ჩართვის საშუალებას არ აძლევენ. კამერა დილიდან გათიშულია, რასაც "ლელოს" წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა.
"პირველები" დაინტერესდა, რატომ არ რთავდნენ აღნიშნულ კამერას და უკავშირდებოდა თუ არა ეს შესაძლო კარუსელის დატრიალების მცდელობას.
რა კარუსელი, შენ შემოგევლე. რატომ ვთიშავ, იცით? არ ვიცი, რას იღებს. კამერა უნდა მიართული იყოს ხმის დამთვლელი აპარატისკენ და სახეს არ უნდა აფისქირებდეს. ვინ შედის და ვინ გადის, ის არ უნდა დააფიქსიროს კამერამ, - ამბობს ტაბუციძე.