ივანიშვილის რეჟიმისთვის არაფერი მაქვს სათქმელი - ანუკი ჩრდილელი

04.10.25 14:33
ივანიშვილის რეჟიმისთვის არაფერი მაქვს სათქმელი - ანუკი ჩრდილელი

 "ქართული ოცნების" საკრებულოს კანდიდატობის წევრის, ოთარ ჩრდილელის შვილი, ანუკი ჩრდილელი, რომელიცსტუდენტების მარშს უერთდება, ამბობს, რომ “ივანიშვილის რეჟიმისთვის არაფერი აქვს სათქმელი, რადგან მათთან არანაირი საუბარი და კომუნიკაცია არ ღირს“.

მისი თქმით, მას მხოლოდ ქართველ ხალხთან აქვს საკომუნიკაციო და “ეს იქნება ძლიერი დღე, რომელიც ისტორიას დარჩება.“

ივანიშვილის რეჟიმისთვის არაფერი მაქვს სათქმელი, რადგან მათთან არანაირი საუბარი და კომუნიკაცია არ ღირს, მათ უკვე გაყიდეს სამშობლო, რუსულ მხარეს დგანან და შესაბამისად, მათთან მე საკომუნიკაციო არაფერი მაქვს. საკომუნიკაციო მაქვს ქართველ ხალხთან, რომლებიც ყოველთვის ერთ მუშტად იდგა გაჭირვების და ლხინის დროს, დღეს ერთად შევიკვრებით, იქნება ძლიერი დღე, რომელიც დარჩება ისტორიას, - განაცხადა ჩრდილელმა.

სტუდენტები თსუ-ს ეზოში იკრიბებიან, რომლებიც გეგმავენ დედაქალაქის მთავრი გამზირისკენ მარში მოაწყონ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის და „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ ჩრდილელის შვილი საპროტეტსო აქციებში აქტიურად მონაწილეობს. ის 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე დაკავებულებს შორისაც აღმოჩნდა.

  • ამის შემდეგ, ექსპერტმა თამთა მეგრელიშვილმა დაწერა, რომ „ანუკი ჩრდილელს მენტალური პრობლემები აქვს“. საპატიმროს დატოვების შემდეგ, ჩრდილელმა მეგრელიშვილი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა დაანონსა. 

მსგავსი სიახლეები