14 მოვიდა, 63 მყავს სიაში კიდევ - "ოცნების" აგიტატორი
მარნეულის 2 საარჩევნო უბანს, სავარაუდოდ, არაუფლებამოსილი პირები აკონტროლებენ. მამაკაცები შენობაში იმყოფებიან და შემსვლელ-გამომსვლელებს არჩევანის შესახებ ეკითხებიან. "პირველების" კითხვას, ვინ არიან და რას აკეთებენ ადგილზე, არ პასუხობენ.
ერთ-ერთი პირი, რომელიც საარჩევნო უბანზე მესამედ მივიდა, ამტკიცებდა, რომ ხმის მისაცემად იყო მისული.
არჩევნებზე მოვედი. მე ვიყავი სამჯერ? თუ დამიმტკიცებთ... კადრები გაქვთ? თუ გაქვთ, მიეცით, ვისაც გინდათ, - ამბობს მოქალაქე.
ადგილზე მობილიზებულია ასევე მოქალაქე, რომელსაც ხელში ამომრჩევლების სია უკავია და ამას არც მალავს.
14 მოვიდა, 63 ველოდები კიდევ, ყველა "ოცნებაა", - ამბობს აგიტატორი.