ემიგრანტები, რომლებიც ქვეყანაში სპეციალურად 4 ოქტომბრისთვის დაბრუნდნენ, ფილარმონიასთან იკრიბებიან
ემიგრანტები, რომლებიც 4 ოქტომბრისთვის სპეციალურად ამერიკიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან დაბრუნდნენ, ფილარმონიასთან იკრიბებიან.
ისინი საქართველოს დროშებით და სპეციალური ბანერებით დგანან და ამბობენ, რომ თსუ-დან დაწყებულ მარშს შეუერთდებია, შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ, იქ, სადაც პროტესტის კერა იქნება.
ჩვენ სპეციალურად ჩამოვედით საქართველოში, დიდი დრო დავუთმეთ და ვითმინეთ ეს რეჟიმი, ეს სამარცხინო რეჟიმი. მხოლოდ ის არ არის, რომ სახელმწიფოებრიობას ებრძვიან, ეს არის ტოტალიტარიზმის ყველაზე ცუდი ფორმა, რომელიც არიჩია, ე.წ. მთავრობამ, ეს სირცხვილი უნდა მოვიცილოთ ერთხელ და სამუდამოდ,დიდხანს ვითმინეთ მათი მავნლებლობა და დღეს უნდ დავუსვათ წერტილი, - ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.
ემიგრანტები ამზადებენ სპეციალურ პლაკატებს და ცოტა ხანში, საქართველოს, ამერიკის და ევროკავშირის დროშებით და გზავნილებით პარლამენტისკენ დაიძვრებიან.