"ქართული კოშმარი უნდა მოვიშოროთ" - ავტოკოლონები შიდა ქართლიდანაც დაიძრა
თბილისში დაანონსებულ მასშტაბურ აქციაზე მოემართებიან ავტომობილების კოლონები შიდა ქართლიდანაც. რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები ერთმანეთს გორის შესასვლელში შეხვდნენ და ერთობლივად დაიძრნენ დედაქალაქისკენ. ავტომობილებზე საქართველოს დროშები ფრიალებს.
მოქალაქეები ამბობენ, რომ სურთ "ოცნების" დემონტაჟში საკუთარი წვლილი შეიტანონ.
მთელი საქართველო ელოდებოდა ამ რიცხვს და ჩვენც ველოდებოდით. ქართელმა ხალხმა თქვა, რომ დღეს დავიწყებთ ჩვენ ამ რეჟიმის დემონტაჟს და როგორც რიგითი მოქალაქე, მზად ვარ, რომ ამაში ჩემი წვლილი შევიტანო. თითოეული მოქალაქე დღეს უნდა იყოს რუსთაველზე! ჩვენ ერთად მოვიგებთ ამ ომს, აუცილებლად გავიმარჯვებთ!, - ამბობენ აქციის მონაწილეები.