კუკიაზე ბაბუაჩემის საფლავია და სანთელს დავანთებ - “ოცნების“ დამკვირვებელი „პირველების“ კამერას გაექცა
ნორიოს აღმართთან, მე-20 საარჩევნო უბანთან ამომრჩევლების კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს. საარჩევნო უბნის მიმდებარედ, ადამიანები მცირე ჯგუფებად დგანან და სავარაუდოდ, აკონტროლებენ- ვინ მოდის, ვინ უნდა მოვიდეს და ვის უნდა შეეხმიანნენ.
ჟურანლისტის კითხვაზე- რატომ არიან ისინი საარჩევნო უბანთან, გარბიან და დამალვას ცდილობენ.
კომენტარს არ ვიძლები, არ გეწერებით, ჩემი უფლებაა, ინტერვიუს არ გაძლევთ, მე შეკითხვის გააზრები უნარი არ მაქვს, - უთხრა “პირველებს“ ერთ-ერთმა ქალბატონმა და თავის გარიდება სცადა, რა დროსაც ჟურნალისტმა ჰკითხა, სად მიდიოდა:
„კუკიაზე ბაბუაჩემის საფლავია და სანთელს დავანთებ“
მე-20 საარჩევნო უბანთან რამდენიმე ჯგუფი მოქმედებს. ნაწილი უფრო ახლოს და ნაწილი კი მოშორებით და იქიდან აკონტროლებენ სიტუაციას.