გიული ჩოხელი სტუდენტების მარშს შეუერთდა
ჯაზის ლეგენდა გიული ჩოხელი თსუ-თან შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდა. ხელოვანს ხელში სოლიდარობის ნიშნად, სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის და მზია ამაღლობელის ფოტოსურათები უჭირავს. ჩოხელი გეგმავს, დღეს დაანონსებულ მასშტაბურ აქციაში მიიღოს მონაწილეობა.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან.
თსუ-ის პირველ კორპუსთან მოქალაქეები ბოლო რამდენიმე წუთია დროშებით და ბანერებით დგანან, ისინი მტავარ აქციას მსვლელობით შეუერთდდებიან.
„4 ოქტომბერს, ჩვენი ქვეყნის რეალობაში გარდამტეხ დღეს, ქართველი ახალგაზრდები ვიკრიბებით თსუ-ის I კორპუსის ეზოში, საიდანაც დაიძრება დიდი ახალგაზრდული რევოლუციური ტალღა და შეუერთდება რუსთაველის გამზირზე გამარჯვებისთვის გამოსულ თანამოქალაქეებს“, - წერენ აქციის ორგანიზატორები.