“თავისუფლება სინდისის პატიმრებს! ძირს რუსული დაკვეთების შემსრულებელი ოცნება" - ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნებში აქციებს მართავენ

04.10.25 15:49
“თავისუფლება სინდისის პატიმრებს! ძირს რუსული დაკვეთების შემსრულებელი ოცნება" - ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნებში აქციებს მართავენ

დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციის პარალელურად აქციები გაიმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში საქართველოს საელჩოს წინ ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია უკვე გამართეს. 

„თავისუფლება სინდისის პატიმრებს! ძირს რუსული დაკვეთების შემსრულებელი ოცნება", - ეწერათ ბანერებზე, რომლებიც მათ ადგილზე ჰქონდათ მიტანილი.

საპროტესტო აქცია გამართეს ქართველმა ემიგრანტებმა ავსტრალიის ქალაქ სიდნეიშიც.

რაც შეეხება თბილისს - დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. სტუდენტების საპროტესტო მსვლელობისთვის უკვე ემზადებიან, მსვლელობისთვის ემზადებიან ემიგრანტებიც, რომლებიც სამშობლოში სპეციალურად ამ დღისთვის დაბრუნდნენ.

"სამშობლოს სამსახურში 16:00 საათზე, ყველანი რუსთაველზე!!!" -  განაცხადა "რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ.

მომზადებულია გამოცემა “პუბლიკას“ მიხედვით.