მაგინებელი კაცები მაგინებელმა ქალმა აგიტატორებმა ჩაანაცვლეს - რა ხდება ბათუმში
ბათუმში, საარჩევნო უბანზე მაგინებელი კაცები მაგინებელმა ქალმა აგიტატორებმა ჩაანაცვლეს.
ერთ-ერთი მათგანი აგრესიული მას შემდეგ გახდა, როდესაც “პირველების“ ჟურნალისტმა დარღვევაზე მიუთითა და უთხრა, რომ მისი უბანთან ყოფნა არ შეიძლებოდა. "ოცნების" აგიტატორს მეორე ქალი გამოესარჩლა, “საქმის გარჩევა“ დაიწყო და ჟურნალისტს შეაგინა.
მაგინებელი ქალები ბათუმში, სარჩევნო უბნების წინ, დილის 8:00 საათიდან სიებით დგანან და აკონტროლებენ, ვინ მოდის და ვინ არა საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად.