ე.წ. ძველი ბიჭები სუს-ის უფროსს ალეკო ელისაშვილისგან იცავენ

04.10.25 16:57
ე.წ. ძველი ბიჭები სუს-ის  უფროსს ალეკო ელისაშვილისგან იცავენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ნაძალადევში 37-ე საარჩევნო უბანთან - საარჩევნო უბნის წინ მოქეიფე ე.წ. უბნის ბიჭებმა "ძლიერი საქართველოს" ლიდერს ალეკო ელისაშვილს იმის გამო უსაყვედურეს, რომ მან პარლამენტში სუსის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე სცემა.

"ქართული ოცნების" მოქეიფე მხარდამჭერების გაღიზიანება პოლიტიკოსის მოწოდებას მოჰყვა, რომელიც მათ უხსნიდა, რომ საარჩევნო უბანთან ქეიფი არაკანონიერია. 

"შენ რაც გააკეთე პარლამენტში, არ იყო დარღვევა? თავში რომ არტყამ, აბა, რა იყო, ბიჯო?!" - უთხრა "ოცნმების" მომხრემ ელისაშვილს.

ინციდენტის შემდეგ ალეკო ელისაშვილმა მომხდარის შესახებ "პირველებთან" დეტალურად ისაუბრა.

აგერ, 15 მეტრში ჰქონდათ პურ-მარილი გაშლილი, რა თქმა უნდა ნასვამები იყვნენ. შელაპარაკება მომოვიდა ნასვამ ხალხთან. ჩვენს გამოჩენაზე, კამერების გამოჩენაზე კიდევ მიმოიფანტდნენ, მაგრამ პურ-მარილი რომ არის გაშლილი, ხედავთ. ვუთხარი, რომ არ შეიძლება ასე, პირდაპირ წერია კანონში. რა თქმა უნდა, ცხარე შელაპარაკება გვქონდა. შემოვლაზე ვართ, ახლა გლდანში მივდივარ. კამერები გაგვითიშეს 10 უბანზე, ფულს პირდაპირ არიგებენ, ბევრი რამ, ამას ველოდებით, მაგრამ ვიბრძით მაქსიმალურად, - ამბობს ელისაშვილი. 

მსგავსი სიახლეები