ჩვენი პროფესია ჩვენი აქ დგომაა - გია ბუღაძე
პარლამენტის წინ საქპროტესტო აქციაზე მხატვარი გია ბუღაძე მივიდა. როგორც მან “პირველებს“ უთხრა, დღეს ჩვენი, ყველას პროფესია რუსთაველზე დგომა და სახელმწიფოსთვის გადარჩების ბრძოლაა.
ბუღაძის თქმით, არ შეიძლება ქვეყანას ბიძინასნაირი ადამიანი მართავდეს და დღეს სწორედ დროა მისი დასრულების.
“დღეს ჩვენ ვდგავართ იმიტომ, რომ დავასრულოთ ქოცობა“, - ამბობს ბუღაძე.
ჩვენი პროფესია ჩვენი აქ დგომაა, ქართველობაა და ჩვენი სახელმწიფოსთვის გადარჩენის ბრძოლაა. თუ ქართველი არ ხარ, მაშინ არარაობა ხარ. არ ხარ თავისუფალი ქართველი საზოდაგადოების წევრი, მაშინ საერთოდ არ არსებობს. მინდა ვუთხრა ჩემ ქართველებს, დღეს ყველამ ნახეთ ბიძინა ივანიშვილის მჭერმეტყველება და ეს კაცი გმართავთ და ეს მოგწონთ და არ მოდიხართ? იმედია, მოხვალთ. მოვიშორებთ ამ რარაც უბედურებას, გაუნათლებელ, ეგოისტ, აბსოლუტურად ხეპრე ადამიანს. რადგან რეალურად ასეთი რაღაცის ატანა შეუძლებელია. არ შეიძლება საქართველოს ბედს წყვეტდეს ეს არსება, რომელიც მე მგონი ბოლომდე ადამიანი არ არის. დღეს ჩვენ ვდგავართ იმიტომ, რომ დავასრულოთ ქოცობა და შევქმნათ მომავალი საქართველოს, რადგან საქართველოს არ ექნება მომავალი, თუ იქნებიან ქოცება, - განაცხადა ბუღაძემ.
მისი თქმით, ივანიშვილი მყარად აღარ არის, რადგან მოსკოვიდანაც სერიოზული პრობლემები აქვს.
ის ვერ აკონტროლებს სიტუაციას, როგორც ჩანს დაზეპირებული ტექსტი ჰქონდა, მაგრამ ჟურნალისტების ძალისხმევით, არ გაუმართლა და გაქცევა მოუწია. რეალურად იგი არის დამფრთხალი, როდესაც ხედავ რომ ასეთი ადამიანი არის შენი ქვეყნის ლიდერი, ის უნდა დაასრულო, - დასძინა მან.