ივანიშვილი უნდა აიბარგოს და წავიდეს -აქციას იულონ გაგოშიძე შეუერთდა
იულონ გაგოშიძე, რომელიც სტუდენტების მარშს შეუერთდა და პარლამენტისკენ მსვლელობით მიდის, ამბობს, რომ “დროა ივანიშვილი აიბარგოს და წავიდეს.“
მისი თქმით, თავისუფალ საქართველოში დაბადებული თაობა მონებად არ გადაიქცევიან და საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.
თავს უფლება მივეცი, გამოვედი სტუდენტებთან ერთად. მე მგონი, დღეს უნდა დავამთავროთ ეს ხელისუფლება, რადგან ძალიან ცუდ დღეში შეგვიყვანა ბოლო 13 წლის განმავლობაში. არ გვინდა ჩვენ საქართველოში არც ბელარუსი, არც ჩრდილოკორეა და არც რუსეთი, საქართველო იყო ევროპა, არის ევროპა და უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს კი ამ სტუდენტების და ახალგაზრდობის საქმეა, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა მონებად არ გადაიქცევა. ივანიშვილი უნდა აიბარგოს და წავიდეს, ეს იქნება მაგათი დასრულება, ეგ ერთი კაცი უნდა წავიდეს და დანარჩენი ამაზეა დამოკიდებული, - განაცხადა გაგოშიძემ.