ივანიშვილმა საქართველოს თვითონ უღალატა - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
ჩვენ არ ვშინდებით, ჩვენი გენი ასეთია, შეუძლებელია ქართველი დააშინო - ამის შესახებ ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარი დოროთე ყურაშვილმა "პირველებთან" განაცხადა.
არქიმანდრიტი ახლა 4 ოქტომბრის მასტშაბურ აქციაზე ხალხთან ერთად დგას და იქიდან მიმართავს ბიძინა ივანიშვილს, ეუბნება რომ მისი გამარჯვება ახლა მხოლოდ წასვლაშია.
ივანიშვილმა რომ თქვა, მოღალატეები გვყოლია გუნდშიო, კითხვა მაქვს, ვის უღალატეს? ივანიშვილმა საქართველოს თვითონ უღალატა - ამბობს სასულიერო პირი.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდისთვის სათქმელი მაქვს - ივანიშვილმა რომ თქვა, მოღალატეები გვყოლია გუნდშიო, კითხვა მაქვს, ვის უღალატეს? ივანიშვილმა საქართველოს თვითონ უღალატა, ხალხს თვითიონ უღალატა.
განა შეიძლება მოღალატეს ვინც განუდგება ის მოღალატე იყოს?
სამართალდამცველებიდან ვინც მას განუდგებიან, ის არ შეიძლება მოღალატე იყოს, პირიქით ისინი გმირები იქნებიან. მათ ქართველი ხალხი დააფასებს. პოლიცია ხალხს უნდა ემსახურებოდეს. მათ მოვუწოდებ დადგნენ ხალხის მხარეს.
ივანიშვილმა უნდა იცოდეს რომ ხალხი არ იყიდება და არავინ არ დაშინდება, ქართველი ხალხსიდ აშინმება შეუძლებელია, უნდა იცოდეს ჩვენი გენი ჩვენი წარსული, ჩვენ არ ვშინდებით.
თუ გონს მოეგება და უფრო მშვიდობით წავა, ეს იქნება მსიი გამარჯვება. მისი გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ წასვლაში შეიძლება იყოს", - განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.