ჩემი ინფორმაციით, ერთი პირია დაკავებული - პოლიციის მაღალჩინოსანი

04.10.25 20:31
ჩემი ინფორმაციით, ერთი პირია დაკავებული - პოლიციის მაღალჩინოსანი

 

 

საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე, კახა ბუხრაძე "პირელებთან" ამბობს, რომ მისი ინფრომაციით, ათონელის სასახლესთან დაპირისპირების დროს ერთი პირია დაკავებულია. 

თუ ვინ არის აღნიშნული პირი, ბუხრაძე ამბობს, რომ ინფრომაცია არ აქვს და ასევე ირწმუნება, რომ არც ის იცის, თუ რა მუხლით დააკავეს აღნიშნული მოქალაქე ძალოვანებმა. 

ჩემი ინფორმაციით, ერთი პირია დაკავებული. ზუსტად არ ვიცი რა მუხლითაა დაკავებული, არ მინდა შეცდომაში შეგიყვანოთ", - ამბობს ბუხრაძე. 

"პირველების" ჟურნალისტმა ბუხრაძეს ჰკითხა, რატომ არ იყო დაცული მიხეილ ყაველაშვილის უსაფრთხოება და რატომ არ მოაბილიზეს ათონელის სასახლესთან უფრო მეტი სამართალდამცველი?

რაზე საპასუხოდაც, პოლიციის მაღალჩინოსანი ირწმუნებოდა, 20 სპეცრაზმელი საკმარისი იყო უსაფრთხოების დასაცავად. 

"იქ იდგა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, 20 ადამიანი", - განაცხადა ბუხრაძემ. 

 

მსგავსი სიახლეები