ლეონიძის ქუჩის ასასვლელში მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუშვეს
ლეონიძის ქუჩის ასასვლელში სპეცდანიშნულების რაზმი მობილიზდა. სპეცრაზმელებმა ასასვლელი ჩაკეტეს.
ადგილზე მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუშვეს.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეებმა გამოაცხადეს, რომ ისინი "ქართული ოცნების" ორთაჭალის ოფისის მიმართულებით გადაინაცვლებდნენ. რის შემდეგაც ლეონიძის ქუჩაზე საპოლიციო ძალები განლაგდნენ.