ათონელზე ისევ ცრემლსადენ გაზს ისვრიან
ათონელზე ისევ ცრემლსადენ გაზს ისვრიან - როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, ცრემლსადენი გაზი, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით გაცილებით მწარეა და სუნი სანაპირომდეც კი ჩადის.
ჟურნალისტის თქმით, ადგილზე ჭირს სუნთქვა, ამიტომაც ხალხს პერიმეტრიდან დროებით დატოვება მოუწია.
სპეცრაზმის, ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის მანქანების და შექმნილი ვითარების მიუხედავად, ქუჩაში ისევ უამრავი ადამიანი დგას.