პროკურატურამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო

04.10.25 22:50
პროკურატურამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო

პროკურატურის განცხაებით, რუსთაველის გამზირზე, იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის "პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე" გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს.

უწყების განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს. 

განცხადების მიხედვით, პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა წიწაკის სპრეის შესხმისა და ფიზიკური ხელშეშლის გზით, ხელი უკანონოდ შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში "საზოგადოებრივი მაუწყებლისა" და ტელეკომპანია "იმედის" გადამღებ ჯგუფებს.

საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ათონელის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა წიწაკის სპრეის შესხმისა და ფიზიკური ხელშეშლის გზით, ხელი უკანონოდ შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და ტელეკომპანია ,,იმედის“ გადამღებ ჯგუფებს," - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები