როგორია პაატა ბურჭულაძის მდგომარეობა?

04.10.25 23:12
როგორია პაატა ბურჭულაძის მდგომარეობა?

პაატა ბურჭულაძე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა "ჰელსიკორში" გადაიყვანეს. 
მას ამ დროისთვის, გამოკვლევები უტარდება. 

როგორც ვილი პაჭკორია ამბობს, სასწრაფო დახმარების ექიმების თქმით, პაატა ბურჭულაძეს აღენიშნებოდა მწვავე კარდიალური მოვლენები, ჰიპერტენზია და იშემიური მოვლენებიდან გამომდინარე საჭიროებდა შემდგომ გამოკვლევებს. 

მისივე თქმით, მიზეზი შესაძლოა წიწაკის სპრეით ინტოქსიკაცია და სტრესი იყოს. 

ამ ეტაპზე რა მდგომარეობაა ზუსტად არ ვიცით, ველოდებით ექიმის პასუხს. როგორც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გვეუბნება იყო მწვავე კარდიალური მოვლენები, ჰიპერტენზია, საჭიროებს შემდგომ გამოკვლევებს იშემიური მოვლენებიდან გამომდინარე. 

ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია ყოფილიყო ინტოქსიკაცია, მას შეასხურეს დიდი რაოდენობით [წიწაკის] სპრეი, გარდა ამისა, ალბათ, ის სტრესი, ის ნერვიულობა, რაც იქ ჩაიდინა სამწუხაროდ ამ რეჟიმმა," - განაცხადა ვილი პაჭკორიამ. 

არსებული ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძეს კლინიკაში დილამდე დატოვებენ.  

მსგავსი სიახლეები