"დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია" - ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების შედეგად 6 მოქალაქე და 21 პოლიციელი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს 30-მდე პირს.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით ჰოსპიტალიზებულებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.
თბილისში, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. 30-მდე პირს კი ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება.
ჰოსპიტალიზირებულ დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
დაშავებულთა ნაწილს სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან," - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
[ფოტო: Mo se]