"კალაძეს თბილისის ამომრჩევლის მხოლოდ 20.56% უჭერს მხარს" - თამთა მიქელაძე

05.10.25 00:32
"კალაძეს თბილისის ამომრჩევლის მხოლოდ 20.56% უჭერს მხარს" - თამთა მიქელაძე

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში ცესკო-ს ოფიციალურ შედეგებს ეხმიანება და წერს, რომ პირველადი მონაცემებით, კალაძეს თბილისის ამომრჩევლის მხოლოდ მეხუთედი უჭერს მხარს, რაც არსებული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ თბილისის რეზისტენტულობას კვლავ აჩვენებს.

მისი თქმით, თბილისში ამომრჩევლების რაოდენობა 1 043 482 ადამიანს აღწევს. დღევანდელ არჩევნებში მონაწილეობა 31, 08%-მა მიიღო. აქედან კალაძემ მიიღო 214 575 ადამიანის ხმა, ანუ 20.56%-ი. 

მხოლოდ ცესკოს ოფიციალურ შედეგებს რომ შევხედოთ: 

თბილისში ამომრჩევლების რაოდენობა აღწევს 1 043 482 ადამიანს. 

დღევანდელ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 324 281 ( ანუ 31, 08%-მა).

აქედან ცესკოს პირველადი მონაცემებით, კალაძემ მიიღო 214 575 ადამიანის ხმა. 

ანუ კალაძეს თბილისის ამომრჩევლის მხოლოდ 20.56% უჭერს მხარს. 

მხოლოდ მეხუთედი ამომრჩევლის მხარდაჭერა არსებული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ თბილისის რეზისტენტულობას ისევ აჩვენებს," - წერს თამთა მიქელაძე. 

მსგავსი სიახლეები