სისხლიანი დაპირისპირება გურჯაანში - მეზობლის მიერ დაჭრილი კაციც გარდაიცვალა
გურჯაანში დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა - მანამდე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს მისი მეუღლეც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. ოფიციალური ინფორმაციით, ის ერთ-ერთი მოკლულის ბიძაშვილია.
ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი სადავო მიწის ნაკვეთს უკავშირდება.
გამოძიება ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.