"ოცნების" და რუსეთის სიძულვილი ნიჰილიზმზე ძლიერია, ვერ გადატყდა ბიძინასკენ ეს პროცესი! - მაგდა მამუკაშვილი

05.10.25 10:12
"ოცნების" და რუსეთის სიძულვილი ნიჰილიზმზე ძლიერია, ვერ გადატყდა ბიძინასკენ ეს პროცესი! - მაგდა მამუკაშვილი

აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი გუშინ დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ხალხს უკან დასახევი გზა არ დარჩა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

მამუკაშვილის თქმით, "ოცნების" და რუსეთის სიძულვილი იმდენად დიდია, რომ ამას ვერც ნიჰილიზმი, ვერც ფრუსტრაცია და ვერც უიმედობა ვერ გადაწონის.

ვერ გადატყდა ბიძინასკენ ეს პროცესი და ვართ ამ გაჭედილობაში, თუმცა ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, - წერს მამუკაშვილი. 

რომ გამოვედი რუსთაველიდან, სამმა ეკიპაჟმა გამაჩერა, მანქანა გაჩხრიკეს, კასკების და აირწინაღების ფლობის გამო მამაჩემის მანქანა საჯარიმოზე გადაიყვანეს და მე ჯარიმა გამომიწერეს 2000 ლარი. ასევე ბატონ დიმიტრის თუ ვინცაა, არც იმის აღნიშვნა გასჭირვებია, რომ ეს ქმედება მთლიანობაში სისხლის სამართლის წესით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ხდებოდა. მარა ნუ არ მეშინია, რაღაც აბსურდზე რომ მომედავებოდნენ ისედაც ვიცოდი და თან ციხეში ვიცი რომ ბელარუსისგან განსხვავებით, ქალებს არ აუპატიურებენ. 

ხუმრობა იქეთ იყოს და ამაზე არ ვნერვიულობ, სხვა პასუხისმგებლობა მაწუხებს. ხალხს აქტიურად მოვუწოდებდი 4-ში გამოსვლისკენ და ნუ ვერ შევძელით ამ შესანიშნავად დაწყებული დღის გადარჩენა. ამის გამო ნამდვილად მოსაბოდიშებელი მაქვს. ვფიქრობდით, ორგანიზატორები თუ გაასხამდნენ, ჩვენ ხალხი ვიზამდით რამეს, მაგრამ არ გამოვიდა. 

უკან დასახევი გზა კი ნამდვილად არ გვაქვს და ვინც იმაზე მოთქვამს, რომ ხვალ რუსთაველზეც აღარავინ გავაო, ცდება. ვერ გადატყდა ბიძინასკენ ეს პროცესი და ვართ ამ გაჭედილობაში, თუმცა ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. 

ასევე, ოცნების/რუსეთის სიძულვილი იმდენად დიდია, ამას ვერც ნიჰილიზმი, ვერც ფრუსტრაცია და ვერც უიმედობა ვერ გადაწონის. 

გვქონია მსგავსი დღე 26 ოქტომბერს, 25 ნოემბერს, მაგრამ მერე კვლავ ამდგარვართ და დამდგარვართ ფეხზე. 

ოცნება თუ გაძლიერდება ამით? არააა, მაგ სისულელის არ მჯერა და ყველაფერი რომ მორჩა 2028-მდე, ეგეც დიდი სისულელეა. ისიც სისულელეა, რომ ბელარუსი გავხდით. ახლა ემოციები ცხელია, ხვალ გადაივლის და ყველაფერი დალაგდება და ფოკუსიც გასწორდება. ბოლომდე გამოხატეთ სათქმელი, ბოლომდე ჩააჭირეთ, მეც რომ მლანძღოთ ამ პოსტის გამო არ მეწყინება, მართლა, - წერს მამუკიშვილი.

მსგავსი სიახლეები