რა აჩვენა 4 ოქტომბრის ფართომასშტაბიანმა აქციამ - რას ფიქრობენ პროტესტის მონაწილეები

05.10.25 11:26
რა აჩვენა 4 ოქტომბრის ფართომასშტაბიანმა აქციამ - რას ფიქრობენ პროტესტის მონაწილეები

 

რა აჩვენა 4 ოქტომბრის  ფართომასშტაბიანმა აქციამ -აქციის მონაწილეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, მშვიდობიანი გზით და ის, რაც გუშინ ყაველაშვილის რეზიდენციასთან მოხდა, მიუღებელი იყო.

აქტივისტები თვლიან, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, თუმცა ამისთვის, სხვა ხერხები და მეთოდები უნდა იქნეს გამოყენებული.

მამა დოროთე ყურაშვილი ამბობს, რომ ახლა ნიჰილიზმის დრო არ არის, რადგან გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ “ოცნება“ არჩევენბით არაფრის დამთმობი არაა.

საფრთხეში მყოფი ქვეყნისთვის შეიძლება ნიჰილიზმი? შეიძლება დათმობა, აქციაზე არ გამოსვლა? ეგ შეუძლებელია. ცუდი მხოლოდ ის იყო, რომ ეს შტურმი არ უნდა ყოფილიყო, ჩემი აზრით. ახლა მე არ ვარ პოლიტკოსი და ვის რა გათვლა აქვს არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით,ეს მშვიდობია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამდენი ხალხის გარეთ გამოსვლა, ეს მეპროტესტერ ხალხი, რომლებსაც არ უნდათ ეს მთავრობა, დაინახა მსოფლიო და საქართველო, რომ რამდენი ადამიანია განაწყენებული. დღეს ასევე გაირკვა ის, რომ ეს არჩევნებით არაფრი დამთმობი არ არის, - განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.

მურმან დუმბაძე გუშინდელი დღით კმაყოფილია. პოლიტიკოსი ამბობს, რომ პრეტესტი შედგა.

ის შედგა, ესაა მთავარი, ანუ საქართველოში არსებობს კრიტიკული მასა, რომელიც საქართველოს ხელისუფალს პირდაპირ, ღია სივრცეში, არა მარტო ბიულეტენში, ეუბნება, რომ ის არის არალეგიტიმური. საქართველოს მოქალაქეები ბედავენ და ღიად, ყოველგვარი ფარულობის გარეშე ეუბნებიან, რომ ივანიშვილის მტავრობა არალეგიტიმურია, - ამბობს მურმან დუმბაძე.

პროტესტში ჩართული მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ახლა ქართველი ხალხის ერთიანობა არის მნიშვნელოვანი, ბრძოლა გაგრძელდება და ახლა მთავარია ერთი საკითხი - საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენის გარშემო გაერთიანება.