ორბელიანების მოედანზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს - რა ხდება ადგილზე

05.10.25 11:37
ორბელიანების მოედანზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს - რა ხდება ადგილზე

ორბელიანების მოედანზე, რომელიც გუშინ მოვლენების ეპიცენტრი იყო, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე რჩებიან წყლის ჭავლის მანქანები და ასევე გდდ-ს თანამშრომლები.

რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლეს, მას ღობე, პრაქტიკულად, აღარ აქვს. "პირველებმა" შენობაში შესვლა სცადა, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. ადგილზე ტერიტორია ისევ დანაგვიანებულია. სავარაუდოდ, აქ დღეს ისევ გამოჩნდებიან ექსპერტ-კრიმინალისტები. აღსანიშნავია, რომ შიდა პერიმეტრზე ისევ რჩებიან სპეცრაზმის წარმომადგენლები. 

სასახლეში დღეს მიხეილ ყაველაშვილი არ გამოჩენილა. დაცვის სამსახური ამბობს, რომ შენობა ჯერჯერობით უფუნქციოაო. როდის აღდგება აქ სამუშაო პროცესი, ჯერჯერობით უცნობია.