იკამ დაგვირეკა, დილის 4 საათამდე თვალი ვერ მოვხუჭეთო - ირაკლი ქერაშვილის და

05.10.25 12:05
იკამ დაგვირეკა, დილის 4 საათამდე თვალი ვერ მოვხუჭეთო - ირაკლი ქერაშვილის და

სინდისის პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის და სოციალურ ქსელში წერს, რომ ციხიდან მისმა ძმამ დაურეკა და უთხრა, რომ დილის 4:00 საათამდე არ უძინიათ.

ქეთევან ქერაშვილის თქმით, “ქართველ ხალხს საქმე ფესვებგადგმულ დიქტატურასთანა აქვს“. 

“ბოლოს, მაინც ჩვენი ბიჭები აღმოჩნდნენ ყველაზე მამაცი, გაუტეხელი და ღირსეულები“,- წერს ქერაშვილი.

დღეს იკამ დაგვირეკა, დილის 4 საათამდე თვალი ვერ მოვხუჭეთო …წამომიდგენია რა ხდებოდა მათ გულებში და თავებში…

მესმის ფრუსტრაცია, მესმის ყველაფერი, მაგრამ თუ ვინმეს იმის გჯეროდათ, რომ ყველაფერი ერთ დღეში დასრულდებოდა თქვენი პრობლემაა…

შეიგნეთ, რომ საქმე გვაქვს ფესვებგადგმულ დიქტატურასთან. და ბოლოს, მაინც ჩვენი ბიჭები აღმოჩნდნენ ყველაზე მამაცი, გაუტეხელი და ღირსეულები. ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა გამარჯვებამდე, - წერს ქეთევან ქერაშვილი. 

მსგავსი სიახლეები