ეს იყო მცდელობა საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში დასაბრუნებლად - ბექა ბასილაია

05.10.25 13:13
ეს იყო მცდელობა საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში დასაბრუნებლად - ბექა ბასილაია

 

 

ეს არ არის საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. პირიქით, ეს არის მცდელობა საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში დასაბრუნებლად, - ასე აფასებს პაატა მანჯგალაძის ადვოკატი ბექა ბასილაია ბრალს, რომელიც აქციის ორგანიზატორებს წარდგინეს. ინტერესების დამცველის თქმით, მეტადრე პაატა მანჯგალაძის მიმართ ამ ბრალს არავითარი საფუძველი არ გააჩნია. 

ეს არ არის საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. პირიქით, ეს არის მცდელობა საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში დასაბრუნებლად. ეს არის, ბუნებრივია, სრულიად კეთილშობილური და სრულიად პატრიოტული მოტივაცია. 

პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებით, იმის არავითარი საფუძველიც არ არსებობს, რაც განაცხადეს, თუნდაც იმ შეფასების ფარგლებში, რასაც "ქართული ოცნების" პროკურატურა და შსს აკეთებს, - ამბობს ბექა ბასილაია. 

შსს-ს ინფორმაციით,  მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძისა და პაატა ბურჭულაძის გარდა,  "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანგალაძე და პოლკოვნიკი, ავღანეთში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა ბერიძე დააკავეს.

შესაბამისი განცხადება შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, მათ "ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა".

მუხლი, რომლითაც შსს-მ პოლიტიკოსები დააკავა 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

 

მსგავსი სიახლეები