რასაკვირველია, იყო ფალსიფიკაცია, სრული სიგიჟეა - ლექსო ბურჭულაძე სკანდალურ აუდიოჩანაწერზე

05.10.25 14:37
რასაკვირველია, იყო ფალსიფიკაცია, სრული სიგიჟეა - ლექსო ბურჭულაძე სკანდალურ აუდიოჩანაწერზე

პაატა ბურჭულაძის შვილი დარწმუნებულია, რომ აუდიოჩანაწერი, რომელიც პროპაგანდისტული მედიით გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება და ფალსიფიცირებულია. ლექსო ბურჭულაძის თქმით, გამორიცხულია, რომ მსგავს სატელეფონო საუბარს რეალურად ადგილი ჰქონოდა. 

ეს, რასაკვირველია, იყო ფალსიფიკაცია. როგორ წარმოგვიდგენია, რომ ასეთ თემებზე ერთმანეთეს დაურეკონ და ტელეფონოთ ელაპარაკონ? ეს ხომ სრული სიგიჟეა? რაც ინფორმაცია ვნახე, ხელოვნური ინტელექტის შექმნილი საუბარია და ამას ვნახოთ, ექსპერტიზა, წესით, დაადგენს. როგორ დაადგენს, არ ვიცი, - ამბობს ლექსო ბურჭულაძე. 

4 ოქტომბერს თავდაპირველად პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედმა”, ხოლო შემდეგ სხვა მედიასაშუალებებმა – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა; აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა; ნიუსჰაბმა; Ongo-მ; რეპორტიორმა; მხარემ; The Georgian Times-მა; საინფორმაციო სააგენტო Info 9-მ;  დაიჯესტმა; Exclusive Media-მ, რეზონანსმა;  ასევე, სხვა ფეისბუქ-გვერდებმა და ანგარიშებმა (1;2;3;4;5) გაავრცელეს აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მათი ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის საუბარია ასახული. მედიასაშუალებების ნაწილი აღნიშნავს, რომ ჩანაწერის ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის.

ჩანაწერში ისმის, რომ პირი, რომელზეც ამტკიცებენ, რომ ბაჩო ახალაიაა, 6 საათის შემდეგ შეტაკებების დაწყებაზე საუბრობს – ამბობს, რომ “ვინ მოკვდება – ჩვენიანი, პოლიციელი”, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ხმა, რომელსაც ბურჭულაძეს მიაწერენ, მოსაუბრეს ეკითხება, ხომ არაფერი მოუფიქრებია წამოსვლაზე (სავარაუდოდ, აქციაზე), რაზეც, მტკიცების მიხედვით, ახალაია პასუხობს, რომ “სუსი აზის” და გარეთ ვერ გადის. “იცი, რა სიამოვნებით მივცემდი ბავშვებს იარაღს?” – ისმის აუდიოჩანაწერში ხმა, რომელსაც ახალაიას მიაწერენ. იგივე ხმა ამბობს, რომ “სისხლი იქნება” და პროცესს ვერაფერი გააჩერებს.   

 

მსგავსი სიახლეები