გეკა გელაძემ ინგოროყვას კლინიკაში დაშავებული თანამშრომლები მოინახულა

05.10.25 16:29
გეკა გელაძემ ინგოროყვას კლინიკაში დაშავებული თანამშრომლები მოინახულა

გელა გელაძე დღეს ინგოროყვას კლინიკაში მივიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა დაშავებული თანამშრომლები მოინახულა.

ოფიციალური ინფორმაციით, სხვადასხვა სახის დაზიანებები 21-მა სამართადამცველმა მიიღო, აქედან ერთს, პოლიციელს, ქალა ტვინის ტრავმა აქვს.

აქციიდან გუშინ ჩვენთან სულ შემოყვანილი იქნა 5 პაციენტი. აქედან 3 პაციენტს აღენიშნებოდა მსუბუქი დაზიანებები და მალევე გაეწერნენ ბინაზე. ერთი პაციენტი აგრძელებს მკურნალობსა თავის ტვინის მსუბუქი შერყევით ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში და ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო შედარებით საყურადღებო. პაციენტთან გამოვლინდა ქალა-ტვინის კეროვანი ტრავმა, თუმცა დღეს დილისთვის პაციენტს განმეორებით ჩაუტარდა თავის ტვინის რომოგრაფია, სადაც დინამიკა გვაქვს დადებითი. რაიმე ოპერაციული ჩარევა ამ ეტაპზე არ იგეგმება, - ამბობს კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსი ანი დალაქიშვილი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი დაშავდა, მათგან ერთი პოლიციელის მდგომარეობა საყურადღებოა.

გარდა კლინიკაში გადაყვანილი პირებისა, 30-მდე პირს აქციის ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება.

 

მსგავსი სიახლეები