გალში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ შაშიკვარაში საქართველოს მოქალაქე, შალვა ხიზანიშვილი დააკავეს.
ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ის “საქართველოს სასარგებლოდ“ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.
საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, საქართველოს მოქალაქის საცხოვრებლის შემოწმების დროს ამოიღეს სამი იარაღი საბრძოლო მასალით და სამხედრო ზურგჩანთა, რომელშიც საკვები პროდუქტები, პირადობის დამადასტურებელი ქართული დოკუმენტი, ნაღდი ფული და ქართული ბანკების პლასტიკური ბარათები იდო.