"ოცნების" გეგმა? - როგორ მოახერხა რამდენიმე პირმა სასახლის დამცავი ჯებირის გარღვევა

05.10.25 20:41
"ოცნების" გეგმა? - როგორ მოახერხა რამდენიმე პირმა სასახლის დამცავი ჯებირის გარღვევა

პრეზიდენტის სასახლეს ღობე ისევ არ აქვს, რკინის კონსტრუქცია, რომელიც გუშინ აქციის მონაწილეების ნაწილმა გადაანგრია სასახლის ეზოშია დასაწყობებული. ექსპერტები მთელი ღამე მუშაობდნენ, ახლა მათ უნდა დაადგინონ, როგორ მოახერხა რამდენიმე პირმა სასახლის დამცავი ჯებირის გარღვევა. 

მიხეილ ყაველაშვილი ამტკიცებს, რომ მათთვის წინასწარ იყო ცნობილი გეგმის შესახებ, რომელიც სცენიდან პაატა ბურჭულაძემ წაიკითხა, ამიტომ სასახლეში სპეცრაზმი ჰყავდათ მობილიზებული. ისინი დაელოდნენ ღობის გარღვევას და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდნენ მოქმედებაზე. გამოდის, რომ სპეცსამსახურებმა რამდენიმე პირი ჯერ მიუშვეს და მოქმედება მხოლოდ მას შემეგ დაიწყეს, რაც ორბელიანების სასახლის შიდა პერიმეტრზე რამდენიმე მოქალაქემ შესვლა მოახერხა.

ირაკლი კობახიძის, თქმით პრეზიდენტის სასახლე მიტოვებული არ იყო და კადრები, რომელიც ჟურნალისტებმა გადაიღეს, რომ ჭიშკარს მხოლოდ რამდენიმე მცველი ამაგრებდა იმიტაცია იყო.

ყაველაშვილმა დღევანდელი განცხადებით, იერიში მთელ საპროტესტო მოძრაობაზე მიიტანა, ისტორიის გადაწერა სცადა, 2003 წელს გადაინაცვლა და თქვა, რომ ვარდების რევოლუცია მშვიდობიანი არ ყოფილა და შევარდნაძე ძალადობრივი მეთოდით დაამხეს და ახლაც იგივეს ცდილობენ.

დეტალები ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში