სუფრა, ექსკურსია, მაგინებელი ქალები - როგორ ჩაატარა "ოცნებამ" 4 ოქტომბრის არჩევნები
4 ოქტომბრის არჩევნებს არც სუფრა აკლდა, არც ექსკურსია და არც მაგინებელი ქალები - უმეტესად სიებით ხელში.
მთელი ქვეყნის მასშტაბით უბნებთან მობილიზებული იყო მიკროავტობუსები და ავტომობილები, რომლებშიც სიებით ხელში აგიტატორები ისხდნენ და ამოწმებდნენ, ვინ მივიდა, ვინ არა. ამის დამადასტურებელი არაერთი კადრი "პირველებმა" გადაიღო და პირდაპირ ეთერშიც გადასცა.
ქართული ოცნების ზოგიერთი აგიტატორი არც კი მალავდა, რომ ეს სიები შტაბისგან მიიღო და ზედმიწევნით ითვლიდა მოსულებს. მარნეულის მეორე საარჩევნო უბანს სავარაუდოდ არაუფლებამოსილი პირები აკონტროლოებდნენ.
სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა ბათუმის მასშტაბით, ფიროსმანის ქუჩაზე უბნის წინ გაჩერებულ მიკროავტობუსში მსხდომები სპეცსიებით აკონტროლებდნენ მომსვლელებს.
ბათუმში ქალები გინებაზეც გადავიდნენ მას შემდეგ, რაც გავახსენეთ, რომ უბნის მიმდებარედ ამომრჩევლის კონტროლი და რეკვა დარღვევაა.
სახეზე ტანსაცმელს იფარებდა ნაძალადევის 33 -ე უბანზე ის მამაკაციც, ვინც აქამდე სხვა საარჩევნო უბანზეც შენიშნეს.
სავარაუდოდ მოსყიდვა დაფიქსირდა 62-ე უბანზე, სადაც ოპოზიციის დამკვირვებელმა შეამჩნია, როგორ რიგდებოდა ნაღდი ფული.
განსაკუთრებული მობილიზება იყო ისანი-სამგორის რაიონშიც. სიებით“ შეიარაღებული ქალების შემდეგ, საარჩევნო უბნებზე მამაკაცებიც გამოჩნდნენ, რომლებიც სიების დამალვას ცდილობდნენ.
და ეს ყველაფერი არაა - სრულად, ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში