ლოტკინზე აფეთქებისას დაშავებული 19 წლის გოგო გარდაიცვალა
თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, აფეთქებისას დაშავებული 19 წლის გოგო, კლინიკაში გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფრომაციას ახალგაზრდა ქალის ახლობლები ავრცელებენ.
23 სექტემბერს, ლოტკინის დასახლებაში გაზის გაჟონვის შედეგად 2 ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 19 წლის გოგომ დამწვრობა მიიღო. მას სხეულის 48% ჰქონდა დამწვარი და ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. ექიმები მის მდგომარეომას კრიტიკულად მძიმედ აფასებდნენ.