ვინ არის კაცი, ვინც ქეთევან წამებულის გამზირზე პოლიციელს დანით გაუსწორდა

06.10.25 11:01
ვინ არის კაცი, ვინც ქეთევან წამებულის გამზირზე პოლიციელს დანით გაუსწორდა

ვინ დაესხა თავს პოლიციელს - მძიმე ბრალდებით, 34 წლის კაცი, მალხაზ გიგუაშვილია დაკავებული. 

როგორც პროევროპული აქციების მონაწილეები აცხადებენ, აღნიშნული პირის იდენთიფიცირება მოახერხეს და გაიხსენეს, რომ ის აქციებზე სამზარეულოს დანით შეიარაღებული დადიოდა.

აქტივისტების თქმით, ფაქტის დამადასტურებელი კადრებიც გააჩნიათ. მათი თქმით, ერთ-ერთი ასეთი პროვოკაციის დროს, მათ სამართალდამცავებს მიმართეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ მაშინ შსს-ს წარმოამდგენლებმა შეიარაღებული კაცი ტერიტორიიიდან მხოლოდ განარიდეს და შემდეგ კი გაათავისუფლეს.

სამოქალაქო ატივისტები 2 ოქტომბრის ამბავს იხსნებენ, როდესაც მან ძალოვან უწყებაში დარეკა და ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ შავი ყუთი მიიტანეს.

მათივე თქმით, 3 ოქტომბერსაც, დედაქალაქის მთავარ გამზირზე გიგუაშვილი დანებით გადაადგილდებოდა.  

2 ოქტომბერს, ცრუ ინფორმცია გავრცელდა, რომ პარლამენტის ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა შემოიტანესო შავი ყუთი, პოლიციელები იყვნენ შემოსულები, ეძებდნენ  შავ ყუთს და როგორც მერე აღმოჩნდა, თვითონ ამ პიროვნებას დაურეკია და ცრუ ინფორმაცია გაუვრცელებია. უკვე 3 ოქტომბერს, ისევ გამოჩნდა ეს პიროვნება პარლამენტის მიმდებარედ, სხვამდა პროვოკაციულ კითხვებს, აქციის მონაწილეებთან შედიოდა კონტაქტში, რაზედაც აქციისმონაწილეებმა პოლიციას უთხრეს, რომ იყო პროვოკატორი და განერიდებინათ ადგილს. მათ განარიდეს, თუმცა, რამდენიმე წუთში კვლავ გამოჩნდა ტერიტორიაზე. პატრულს გამოექცა სავარაუდოდ და ჯორჯაძისა და რუსთაველის კვეთაზე წაიქცა, რა დროსაც ხალხი მივიდა დასახმარებლად და აღმოჩნდა, რომ ჰქონდა 5 დანა, ყველამ დაინახა ეს. პოლიცია რამდენი წუთი ელაპარაკა და წაიყვანა. სამართალდამცველებმა ძალიან კარგად იცოდნენ, ვინ იყო ის და რას წარმოადგენდა და მაინც გაუშვეს, - ამბობს აქტივისტი.

პოლიციელი, რომელიც ბრალდებულმა ყელის არეში დანით დაჭრა სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ის რამდენიმე საათში სახლში გაეწერება. 

ცნობისთვის, 1991 წელს დაბადებული კაცი სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით პოლიციამ გუშინ დააკავა.