„კობახიძის მუქარის არ გვეშინია“ - რუსთაველი ისევ პროტესტის ეპიცენტრია
ბრძოლის გზა ევროპული მომავლის მცველებისთვის რუსთაველზე და უწყვეტ პროტესტზე გადის. პროტესტი ჩახშობა ვერც დაკავებებით და ვერც გამკაცრებული კანონებით მოხერხდა.
ხალხი, რომელიც 312 დღეა რუსთაველზე დგას, ამბობს, რომ ვერ მოახერხებს ივანიშვილის გუნდის ვერცერთი წევრი, პროტესტი შეაწყვეტინონ.
ისინი ამბობენ, რომ მუქარების არ ეშინიათ და ბრძოლა იქნება ბოლომდე.
კობახიძის მუქარების რომ ეშინოდეს ქართულ საზოგადოებას, ჩვენ საზოგადოება არ ვიქნებოდით, ბუნებრივია. ბრძოლა გრძელდება და ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიდრე ქვეყანაში დემოკრატია არ აღდგება, არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები, ვიდგებით ბოლომდე, - ამბობს გოგლა ჟვანია.
მე ვემორჩილები ჩემს საქართველოს, სამშობლოს, სახელმწიფოს კონსტიტუციას, ვიღაცას კონსტიტუციის უცბად გადაწერა მოუნდეს, ეს ნიშნავს, რომ ის აღღვეს კონსტიტუციას, - აცხადებს ბესო სოლომნიშვილი.
ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხი შეაშინონ, ჩემზე ეს პირიქით, დადებიტად და ენერგიების მომცემად მოქმედებს, ვაპირებ, ყოვედღე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადო, - ამბობს ვერიკო ტურაშვილი