"ბრალს არ აღიარებს" - ლაშა ბერიძის ადვოკატი
მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ წევრი, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ბრალს არ აღიარებს - ამის შესახებ მისი ადვოკატი საუბრობს.
რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ამ ეტაპზე არ სურს, რომ რაიმე კომენტარი გააკეთოს.
აღიარების კუთხით, მას არანაირი პოზიცია, რომ აღიარებს ბრაად წარდგენილ ქმედებას, არ დაუდასტურებია. მხოლოდ და მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს ის, რომ ამ ეტაპზე არ გავაკეთოთ არანაირი სახის კომენტარი. გაეცნო ბრალად წარდგენილ ქმედებას, ოქმზე დაადასტურა ხელმოწერით, რომ მხოლოდ გაეცნო ბრალს. არ აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, - ამბობს ადვოკატი.
საგამოძიებო უწყების ცნობით, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძესა და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად),
225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ), რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება წარედგინა
19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და
225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ასევე 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება წარედგინა მხოლოდ
225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.