რა მხარდაჭერით აირჩიეს კახა კალაძე? - რას ამბობენ ციფრები და როგორია მერის არითმეტიკა?
რა მხარდაჭერით აირჩიეს კახა კალაძე? - ცესკოს მონაცემებით, თბილისში 1 043 482 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საიდანაც მოქმედ მერს 214 872 ადამიანმა მისცა ხმა.
პირველები დაინტერესდა, არის თუ არა მერი 20%-ის მეირ არჩეული, რაზეც კალაძე გაბრაზდა და TV პირველის კორესპოდენტს, უთხრა, რომ "მათემატიკა არ იცის" და ციფრები სხვანაირად ითვლება.
მე მივიღე დედაქალაქში 215 367 ხმა, ახლა თქვენ დაჯექით და ჯერ მათემატიკასში მოემზადეთ და მერე მეტი გააზრება გჭირდებათ. კახა კალაძემ თბილისელების მხარდაჭერით 71 % მიიღო, მათემატიკა არ არის თქვენი ძლიერი მხარე, საერთოდ არეულები ხართ, არ იცით როგორ ითვლება პროცენტები, რაზედაც თქვენ საუბრობთ, რაც არ არის თქვენიო ძლიერი მხარე იმას დაანებეთ, - განაცხადა კალაძემ.
პარტია "ლელო-ძლიერი საქართველოს" მერობის კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის შეფასებით, ოპოზიციის ბოიკოტი თავიდანვე შეცდომა იყო, რამაც განაპირობა ის, რომ თბილისს 20%-იანი მხარდაჭერის მქონე მერი ჰყავს.
დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ “ქართულ ოცნებას“ და კალაძეს თბილისში ჰქონდა საზოგადოების მხოლოდ 20 პროცენტიანი მხარდაჭერა და ასეც მოხდა. ბოიკოტის პირობებში, რაც სტრატეგიული შეცდომა იყო რიგი პოლიტიკოსების და იმ საზოგადოების მხრიდან, ვინც ეს ყვეალფერი დაიჯერა, ბოიკოტის პირობებში, თავისი 20 % აქცია 70 % -ად. რამაც შესაძლებლობა მისცა ივანიშვილს ისევ დაესაკუთროს თბილისს, ძარცვოს საქართველოს მოქალაქეების და დედაქალაქის ბიუჯეტი, რეალურად არანაირი ლეგიტიმაცია კალაძეს არ გააჩნია, გარდა იმ პარტიული მუშაკებისა და საჯარო მოხელეებისა, რომლებზეც “ქართული ოცნების“ წნეხი მუშაობს, - განაცხაად კუპრაძემ.