როგორია ქეთევან წამებულის გამზირზე დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი
ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, ანი დალაქიშვილის თქმით, ქეთევან წამებულის გამზირზე დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, პაციენტი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
პაციენტის გადმოცემით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კისრის არეში ნაკვეთი ჭრილობა მიაყენეს. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოხდა ჭრილობის რევიზია, პირველადი ქირურგიული დამუშავება და რაიმე გართულებას ადგილი არ ჰქონია.
ამ ეტაპზე, პაციენტი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. 7-8 სმ-იანი ჭრილობა იყო, თუმცა, ის გავუკერეთ. საძილე არტერიასთან ახლოს იყო და მაინც არსებობდა იმის საფრთხე, რომ ცუდი რამ მომხდარიყო" - უთხრა ექიმმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.