როგორ ეხმარებიან კაფეს, რომელიც 4 ოქტომბერს დაზარალდა - ახალი კამპანია

06.10.25 14:10
როგორ ეხმარებიან კაფეს, რომელიც 4 ოქტომბერს დაზარალდა - ახალი კამპანია

მოქალაქეების სოლიდარობა უცხადებენ ორბელიანის მოედანზე, ფხოვის ქუჩა #3-ში მდებარე კაფე “ვანილის სახლის", რომელიც 4 ოქტომბრის მოვლენებისას დაზარალდა.

მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ კაფეს ტერასაზე განთავსებული ინვენტარი განადგურდა მოქალაქეებმა მათთვის თანხის შეგროვებას აპირებდა, თუმცა მფლობელმა დიანა ველენგურსკაიამ დაწერა, რომ თანხის ჩარიცხვა საჭირო არ არის და მადლობელი იქნება, თუ მოქალაქეები კაფეში ივლიან და ასე დაეხმარებიან.

“მეგობრებო, ყველას ვერ გპასუხობთ, ვერ გწერთ ფიზიკურად. სიტყვებით ვერ გამოვხატავ ემოციებს ამხელა სითბოს და გულშემატკივრობის საპასუხოდ . უდიდესი მადლობა ყველას, მაგრამ ანგარიშის ნომერს ნუ მთხოვთ. არ მინდა არანაირი ფონდი და ჩარიცხვები, დიდი მადლობა. ვერ მივიღებ ამ დახმარებას… ჩვენთვის უდიდესი მხარდაჭერა იქნება, თუ გვესტუმრებით ჩვენი კერძების დასაგემოვნებლად, რომელთა შექმნაზე ჩვენმა საოცარმა მასტერშეფმა ირაკლი მაკასარაშვილმა იზრუნა, ასევე უდიდესი შრომა და ენერგია ჩავდეთ მთელმა გუნდმა… მთავარია შიდა სივრცე გადარჩა, და როგორღაც გამოვძვრებით… თქვენი მხარდაჭერით ისევ წინ წავალთ და მჯერა თავიდან შევიძენთ ტერასის ინვენტარს”, – დაწერა კაფეს მფლობელმა.

მისამართი: