ვინ დაესხა თავს პოლიციელს? - გელაძის უწყებას გულგრილობაში ადანაშაულებენ
პოლიციელზე თავდამსხმელი კაცი დანაშაულს სოციალური ქსელის მომხმარებლებს პირდაპირ ეთერში აჩვენებდა. დანით შეიარაღებულმა მალხაზ გიგუაშვილმა პატრულ-ინსპექტორს ჭრილობა ყელში მიაყენა. მალხაზ გიგუაშვილი ხუთი დანით შეირაღებული მანდამდეც დადიოდა, თუმცა ყოველ ჯერზე, როდესაც პოლიცია მას ცივი იარაღით ხედავდა, არ აკავებდა და უშვებდა. გუშინაც, პატრულმა გიგუაშვილი ჯერ კახეთში გააჩერა და მანქანაში არაერთი დანა უპოვა, თუმცა მაინც არ დააკავა.
ამის შემდეგ გიგუაშვილმა მანქანაში ხუთი დანით გეზი თბილისისკენ აიღო. პოლიცია მას გაჩერებას სთოვდა და არ ემორჩილებოდა.
კაცი, რომელმაც თბილისში პატრულ ინსპექტორს დანა ყელში ჩაარტყა, მანამდე რუსთაველი გამზირზე საპროტესტო აქციაზე დანით შეიარაღებული მივიდა. აქტივისტები იხსენებენ, რომ მათ შეურაცხყოფას აყენებდა და პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა. აქციის მონაწილეებმა პოლიცია გამოიძახეს და დანაც უპოვეს, თუმცა ის არ დაუკავებიათ.
იყო თუ არა 34 წლის კაცი აგენტ-პროვოკატორი, რომელსაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებდნენ? - ეს ეჭვი მაშინვე გაჩნდა, როდესაც პოლიციამ რუსთაველის გამზირზე მოწყობილი არეულობის შემდეგ გიგუაშვილი ტერიტორიას განარიდა და არ დააკავა, რამდენიმე წუთში კი ისევ უან დაბრუნდა.