ინფორმაცია, რომელსაც ლევან სანიკიძე “ტვ პირველის“ შესახებ ავრცელებს არის ტყუილი!

07.10.25 09:24
ინფორმაცია, რომელსაც ლევან სანიკიძე “ტვ პირველის“ შესახებ ავრცელებს არის ტყუილი!

2025 წლის 6 ოქტომბერს, პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან სანიკიძე თავს დაესხა “ტვ პირველის“ ახალი ამბების სამსახურს და გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს, 6 ოქტომბერს მასთან ინტერვიუ ჟურნალისტმა ჩაწერა “სახლთან ჩასაფრებით”, რაც არის ტყუილი!

2025 წლის 6 ოქტომბერს, ჟურნალისტი დაუკავშირდა ლევან სანიკიძეს ინტერვიუს თხოვნით, რომელმაც დასტურისთვის გადაამისამართა პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელთან. თანხმობის შემდეგ, ჟურნალისტი ისევ დაუკავშირდა ლევან სანიკიძეს ლოკაციის შესათანხმებლად.

ლევან სანიკიძემ თავად დაიბარა ჟურნალისტი მის სახლთან, აბაშიძის ქუჩაზე, რაც დასტურდება სატელეფონო კომინიკაციის ამონაწერით.

ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ინტერვიუ ჟურნალისტმა ჩაწერა ჩასაფრებით, არის მტკნარი სიცრუე, ისევე როგორც მიმართვის დროს “ტვ პირველის“ წინააღმდეგ გაჟღერებული სხვა ფაქტები.

მსგავსი სიახლეები